LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში 3 ადამიანი დაჭრეს

98
20221018_235956-1536x864 (1)

ბათუმის ბულვარში 3 ადამიანი დაჭრეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების თქმით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 1 დაშავებული გადაიყვანეს BAU-ს კლინიკაში, 2 – “მედცენტრში”. მძიმედ დაშავებული პირი, ვისაც თავში აქვს დაზიანებები “მედცენტრში” მოთავსებული, ორი დაშავებულის მდგომარეობა კი, შედარებით სტაბილურია.

BAU-ს ინფორმაციით, მათთან ის პირი მიიყვანეს, ვისაც მინის ნამსხვრები მოხვდა ხელზე და მსუბუქი დაზიანებები აქვს.

შემთხვევა სასტუმრო “მერიდიანის” წინ მდებარე რესტორანთან, “გრილირესტორანთან” მოხდა. ამ რესტორნის მინის ფასადის ნამსხვრები პოლიციელებმა ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

 

ფოტო: ბათუმელები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები