ბათუმში აფთიაქი დააყაჩაღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 7 თებერვალს, გვიან ღამით, რურუას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები