LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს? – დეკანოზს სკანდალური ქადაგებისთვის ეპარქია პასუხისმგებლობას დააკისრებს

208
თადეოზ სარალიძე

დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებამ, რომელიც მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობს, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

გაუგებარია, როგორ შეიძლება, მამაო ქადაგებისას ამბობდეს, „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”

დეკანოზის 24 იანვრის ქადაგება მიუღებელი აღმოჩნდა სასულიერო პირებისთვისაც.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.

როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, დეკანოზ თადეოზის საკვირაო ქადაგება სახარებისეული სწავლებისათვის შეუფერებელია.

მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის.

ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საკვირაო ქადაგებისას დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა „ბავშვი თუ პარაზიტია, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”

„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?“, – განაცხადა დეკანოზმა ქადაგებისას.

24 იანვრით დათარიღებული ქადაგების ვიდეო “ფეისბუქში” აიტვირთა. მოგვიანებით ის ეკლესიის გვერდმაც გააზიარა.

სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს სიკეთის გაცემის შესახებ ესაუბრებოდა, რა დროსაც სომხების მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია გამოიყენა და ისინი წარმოაჩინა ადამიანებად, რომლებისთვისაც მიუღებელია რაიმეს გაცემა.

“რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია. სომეხი ხომ არა ხარ, გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს? რა გავცე, რის გავცეო…” – ამბობს სასულიერო პირი.

პოპულალურები