LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბასილაია: სააკაშვილის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია

84
ბექა ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ანალიზების პასუხები შემაშფოთებელია.

როგორც ბასილაიამ თქვა, მისი ცილების მაჩვენებელი უკვე სასიცოცხლო ნიშნულისთვის არის პრობლემა, დედიმერი ძალიან პრობლემურია, პულსის და წნევის კონტროლი კი უკვე დღითიდღე რთულდება.

„ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებული ასევე კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციას უშლის ხელს,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ, რუსთავის ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, მტკნარი სიცრუეა და სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ გაკეთებული განცხადებები მათი ინტერპრეტაცია არაა.

„გუშინ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა – პულმონოლოგის და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, რამდენადაც ამას რამდენიმე კვირაა ითხოვს კონსილიუმის რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დასკვნა.

მას შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამავდროულად, მოვისმინეთ, რომ კონსილიუმის ვიზიტები უნდა გახშირდეს და იყოს ყოველ მეორე დღეს.

ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობს არის საგანგაშო და კონსილიუმის ვიზიტები ამ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ერთადერთი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა ბასილაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები