LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვაბეჩავოთ..ეს ხალხი მთელი თავის ცხოვრება შრომობს, არ მუქთახორობენ, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება, რომ შემოსავალი ჰქონდეთ?

146
fot

ეს ხალხი მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ საიდან აქვს ირაკლი ღარიბაშვილის მამას შემოსავალი, რომლითაც პრემიერ-მინისტრის ჩარტერული ფრენა დააფინანსა.

ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 000 ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა

„რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას ან ჩვენ მშობლებს ან თქვენსას გარკვეული შემოსავალი, ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! ზოგიერთი ტელევიზიისგან გულისტკენაც კი მქონია – თურმე მამაჩემი, ადამიანი რომელიც მგონი, პირველი არხის გახსნასაც კი დაესწრო, იქ მუშაობდა იმის გამო, რომ მე ვიყავი დეპუტატი. პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვამციროთ, დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში, გავიგე, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად არ წერია და ესეც გამოგონილი ნარატივია სხვათა შორის იმისთვის, რომ ცალკარა ითამაშოთ და უტყაპუნოთ პოლიტიკოსებს უსამართლოდ, ათასი პასკვილები და ტყუილები აცხოთ, ხან დრონები აფრინოთ და ხან თავით შეუვარდეთ კერძო საკუთრებაში და წვეულებებზე. არავითარი თმენის ვალდებულება არ გვაქვს წერილობით, ესაა კეთილი ნება და მგონი, გითმენთ რაც კი შემიძლია, 8 წელია. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ, თქვენც გყავთ მშობლები, ისინიც განიცდიან, როცა კონფლიქტში შემოდის თქვენთან ვიღაც, ხომ? ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება საქმიანობენ, შრომობენ, იმსახურებენ გარკვეულ გასამრჯელოს, აქვთ რაღაც შემოსავალი, არ აქვთ უფლება შვილს თუ შვილიშვილს ასეთ განსაკუთრებულ მომენტში მხარში დაუდგნენ?!” – განაცხადა ოდიშარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g