LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერას მეუღლის ძვირად ღირებული კაბის ასლი თბილისურ ბუტიკებში 55 ლარად იყიდება

6479
anuki

ბერა ივანიშვილის მეუღლე მოდის ბლოგერია. ნანუკა გუდავაძე საუკეთესო გემოვნებით გამოირჩევა და შესანიშნავად იცვამს.

რამდენიმე თვის წინ, საახალწლოდ, მას ოსკარ დე ლა რენტას კოლექციიდან ერთ-ერთი ყვავილებიანი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 7489$ გახლდათ. ეს კაბა 2018 წლის კოლექციიდანაა.

ახლახან კი, ერთ-ერთმა ქართულმა ბუტიკმა, ზუსტად ამ კაბის ასლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც სულ რაღაც 55 ლარად შეიძენთ, თუკი ნანუკა გუდავაძის სტილი თქვენთვის მისაღები და საინტერესოა, ან კონკრეტულად ეს კაბა მოგეწონათ.

სავარაუდოდ, ეს ძვირად ღირებული კაბის მხოლოდ ასლია, მაგრამ საკმაოდ ლამაზად გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g