LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია: საგანგებო

111
159307072-2527630230874527-4000355622250652474-o

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. ცეცხლი ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სახურავზე იყო გავრცელებული.

“სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლისთანავე, სიტუაციის შეფასების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები. მჭიდრო დასახლებიდან გამომდინარე, არსებობდა, ხანძრის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება აღკვეთეს და ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება.

შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე სულ მუშაობდა 15-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები