LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური: „პირველ ცოლსაც ცოტა სკანდალურად დავშორდი, მაგრამ ისიც არ აფიქსირებს, რომ მე მოძალადე ვარ…“

4795
besozanguri

ყოფილმა მეუღლემ, ნინუცა მაყაშვილმა, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური საჯაროდ დაადანაშაულა ფიზიკურ ძალადობაში. სწორედ ეს დაასახელა მასთან გაშორების მიზეზად წლების წინ.

ბესო ზანგური ამჟამად მესამედ არის დაქორწინებული. მისი მეუღლე გახლავთ გვანცა წულეისკირი, რომელთანაც უკვე ათი წელია ცხოვრობს და სამი შვილი ჰყავს, ბიჭი და ორი გოგონა. წინა ორი ქორწინებიდან მას ორი ბიჭი ჰყავს, ერთ-ერთი სტუდენტი გახლავთ.

სოციალურ ქსელში ამჟამად აქტუალურია ვიდეო გადაცემიდან „სიცრუის დეტექტორი“, რომელსაც ბესო ზანგური 19 იანვარს ესტუმრა.

იქ ისაუბრა თავის მექალთანეობაზე და სამ ქორწინებაზე.

წამყვანის კითხვას, არის თუ არა მექალთანე, უპასუხა, რომ მას ქალები უყვარს, ყოფილი მექალთანეები არ არსებობენ, თუმცა იქვე სიყვარულში გამოუტყდა ახლანდელ მეუღლეს.

„ეს არის ჩემი მესამე ქორწინება… პირველი მეუღლე იყო ანა ყაჭეიშვილი, მეორე – ნინო მაყაშვილი… მიმაჩნია, რომ ძლიერი მამაკაცი ვარ და ეს იმაში გამოიხატება, როცა ქალი მიაღწევს იმას, რაც მას სურს. ჩემს ქალს,  ცოლს უნდოდა, რომ მყვარებოდა, ჩემგან შვილები გაეჩინა და მასზე მეზრუნა… მე მას ეს ყველაფერი მივეცი და თან, ბედნიერება დავუმატე…“

კიდევ ერთ ტელეინტერვიუში, რომელიც ბესო ზანგურმა მისცა ტელეკომპანია „მაესტროს“ მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა დაადანაშაულა, ის ამბობს, რომ პირველ ცოლსაც სკანდალურად დაშორდა.

ბესო ზანგური:

„არც ნინუცამდე მეუღლე აფიქსირებს იმას, რომ მე ვარ მოძალადე, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ცოტა სკანდალურად დავშორდი… მე ვიცი ჩემი წითელი ხაზები, ამ წითელ ხაზებში არის ერთადერთი რამ, ძალადობას არც ქალზე, არც ბავშვზე არ დავუშვებ არათუ მე, არამედ ჩემ გვერდზე მდგომმაც რომ ჩაიდინოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები