ახლა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ლაშა დამენია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და პარტია „საქართველოსთვის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
ლაშა დამენიას თქმით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება და არც არასდროს წასულა „იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია“.
„რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ეშინია. ამ გეგმებში საკმაო ცვლილებები შეიტანა გახარიას გამოჩენამ პოლიტიკურ ველზე, ახლა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია გახარია აქციოს თითქოს ოპოზიციურ ფლანგზე მოთამაშედ, სწორედ ამიტომ აკეთებს ამ განცხადებას. რა თქმა უნდა, გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტად რჩება, მისი მოღვაწეობის პერიოდში, პრემიერ-მინისტრობის თუ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ის ყოველთვის იყო მონურ მორჩილებაში და არც არასდროს წასულა იმ ორბიტიდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის გავლენები ჰქვია“, – აღნიშნა ლაშა დამენიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა „თავისთავად არასწორი მოვლენაა”, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ყოვლად იქნებოდა, რადგან მისივე მოსაზრებით, გახარიამ თებერვალში გუნდს უღალატა” და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი” -აღნიშნულია ბიძნა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაში
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას არ აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც “სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად”.