LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის წინ კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, წინასწარ ანალიზებსა და სხვა ხშირად დასმული შეკითხვებს პასუხობს 

644
bidzinakulumbegovi345

ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი „ფორმულას“ დილის გადაცემაში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს, მათ შორის, იმაზე, არის თუ არა აუცილებელი კვლევების ჩატარება აცრის წინ. კულუმბეგოვი „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიჩნევს იდეალურად 55-60 წლის ზევით გასაკეთებლად.

ბიძინა კულუმბეგოვი:

მიგზავნიან ანალიზებს, რომლებიც ვიღაცის რჩევით გაიკეთეს. დე დიმერის მომატება ვაქცინის წინააღმდეგ ჩვენება არ არის. ძალიან გთხოვთ, რომ ასეთ ანალიზებში თანხას ნუ გადაყრით.

მავნე და დამაზიანებელი მითია, რომ ვაქცინა უშვილობას იწვევს. ისტორიულად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც შვილოსნობაზე ახდენს გავლენას. არც პაპოლომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ახასიათებს ეს. ძალიან საინტერესოა, ეს საკითხი საერთოდ რატომ დგას ასე. ვიცით, რატომაც, სერიოზული ანტივაქსერული კამპანიის გამო. ძალიან რთულია ამ მითების გაბათილება და გვიწევს მტკიცება, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

როცა ქალი უახლოეს მომავალში დაორსულებას აპირებს, ესეც აქტუალური კითხვაა. ძალიან ავტორიტეტულ წყაროებში ვერ ვიპოვე ლოგიკური კავშირი, რომ ქალბატონი აიცრას და შემდეგ დაორსულებისგან თავი შეიკავოს. ვაქცინა ორსულსაც შეუძლია გაიკეთოს, როცა ძალიან მაღალი ალბათობა აქვს, რომ კოვიდი შეხვდეს. ორსულმა თუ შეიძლება გაიკეთოს, როგორ შეიძლება, რომ ორსულობის დაგეგმვის წინ რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს.

კონტრაცეპტივების გამოყენება – როგორც ვიცით, ანალიზები წინასწარ ადამიანს არაფერს ეუბნება, რადგან გართულების რისკი იშვიათად მაინც შეიძლება იყოს. ცალსახა რისკფაქტორები არ არსებობს კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით. ჩვენს კითხვარშიც არსებობს ეს კითხვა, მაგრამ უფრო სიფრთხილის გამოა და არა უკუჩვენების გამო. „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლად შეუძლიათ გაიკეთონ მათ, ვინც კონტრაცეპტივებს იყენებს, რადგან ამ ვაქცინის კავშირი თრომბოემბოლიასთან არ არის გამოვლენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები