დედაქალაქის მერი, კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკავაძესთან და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა , სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.
“9 აპრილი არის დღე, რომელმაც ტრაგიკული ფურცელი ჩაწერა საქართველოს ისტორიაში. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ერთობის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს თბილისის მერის მოადგილეებმა.