LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში – გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა კვლევის შედეგები წარადგინა

128
გაერო ქალები

2018-2020 წლებში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ინიციატივებმა საქართველოში 7000-მდე ქალის ცხოვრება შეცვალა. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და PricewaterhouseCoopers საქართველოს ოფისის ახალი კვლევის მიხედვით, 40 კომპანიის სხვადასხვა ინიციატივით, ამ ქალებმა შეძლეს – პროფესიული განვითარება, მიიღეს სტიპენდიები და გრანტები, გაიარეს მენტორობის პროგრამები და სტაჟირება.

ამავე კვლევის თანახმად, მხოლოდ 21-მა კომპანიამ 2018-2021 წლებში ქალთა გაძლიერებაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა კი მათივე ინფორაციით, ძირითადად ტრენინგებზე, პროფესიულ განვითარებაზე, გრანტებზე, სტიპენდიებზე, ქალი მეწარმეებისა და ქალების მიერ მართული საწარმოებისგან შესყიდვების განხორციელებაზე ნაწილდება.

კვლევის ეს და სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დღეს, ონლაინ ღონისძიებაზე წარადგინა, რომელსაც ბიზნესასოციაციების, დონორი ორგანიზაციების, საქართველოს, თურქეთისა და უკრაინის კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით PricewaterhouseCoopers საქართველოს ოფისმა ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიების საქმიანობის შესახებ კვლევა მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაატარა. მან ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი 40 ბიზნესორგანიზაცია მოიცვა.

კვლევის შედეგების გაცნობის გარდა, დღევანდელი ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომლის დროსაც ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოდან, თურქეთიდან და უკრაინიდან მონაწილეებს თავიანთ ქვეყნებში ამ პრინციპების განხორციელების გამოცდილება გაუზიარეს. როგორც გაეროს ქალთა ფონდში აღნიშნეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ ინოვაციურ ინიციატივებსა და საუკეთესო მაგალითებზე, რომლებიც კერძო სექტორმა COVID-19-ის რეალობაში დანერგა.

“ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტსა და ერთგვარ გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ის კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ მნიშვნელოვან როლს, რომლის შესრულებაც კერძო სექტორს ქალთა გაძლიერებისთვის შეუძლია. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპები 2014 წელს წარადგინა. ამჟამად ამ პრინციპებზე ხელმომწერი 82 კომპანიაა. ,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები