ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 66 პაციენტი გადის მკურნალობას. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მათ დაწესებულებაში კიდევ ორი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა – 18 წლამდე ასაკის მოზარდი და 88 წლის ქალბატონი. ამის შესახებ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 10-ის მდგომარეობა საყურადღებოა.
„გვყავს ორი გამოჯანმრთელებული, აქედან ერთი 18 წლამდე მოზარდია, ხოლო მეორე 88 წლის ქალი. ამჟამად ბოქსირებულ სექტორში 80 პაციენტია, აქედან დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 66. ახალი პაციენტი არ გვყავს. 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.