LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკერია ფოთში, ზუგდიდში კი უგულავა – “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში ცნობილია

223
BeFunky-collage (5)

“ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ” – დავით ბაქრაძის მიერ გაჟღერბული ამ ფრაზით “ევროპულმა საქართველომ” წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პარტიამ რეგიონებში მაჟორიტარობის 14 კანდიდატი წარადგინა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, დღეს გუნდის მხოლოდ ნაწილს დაასახელებენ და ნაწილი ღიად რჩება.

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია იქნება, ზუგდიდში კი გიგი უგულავა.

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაჩემი ფოთში არის დაბადებული, არამედ იმიტომ რომ ეს ნაწილი საქართველოსი არის ყველაზე ევროპული ნაწილი საქართველოში.“ – თქვა ბოკერიამ.

“ზუგდიდში ჩანს ჩვენი მოკვეთილი ხელი შეუიარაღებული თვალით, ჩვენ ყოველდღიურად ენგურს გადაღმა ვუყრუებთ ჩვენი მოქალაქეების ტკივილსა და ოკუპაციის ცოდვას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა“,- აღნიშნა უგულავამ.

პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

სრული სია ასეთია:

  • ელენე ხოშტარია – ვაკის მაჟორიტარული ოლქი
  • შალვა შავგულიძე – მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი
  • გიგი წერეთელი – ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარული ოლქი
  • ტარიელ ნაკაიძე – ხელვაჩაურის ნაწილის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარული ოლქი
  • ირმა ნადირაშვილი – რუსთავისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი
  • ოთარ კახიძე – ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
  • სერგო რატიანი – საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაულის მაჟორიტარული ოლქი
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
  • გიორგი ღვინიაშვილი – გურჯაანის, საგარეჯოს,დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარული ოლქი
  • ხათუნა გოგორიშვილი – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი
  • აჰმედ იმამკულიევი – მარნეულისა და გარდაბნის ნაწილის მაჟორიტარული ოლქი
  • არსენ კარაპეტიანი – ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარული ოლქი
  • ლელა ქებურია – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარული ოლქი
  • აკაკი ბობოხიძე – სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქი
  • გიგა ბოკერია – ფოთი, ხობის და სენაკის მაჟორიტარული ოლქი
  • გიგი უგულავა – ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი

აჭარის ავტონომიურ ოლქში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარები იქნებიან:

  • ვახტანგ კალოიანი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი
  • თემურ კახიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში: ქედა, შუახევი, ხელვაჩაურის და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები