LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 1 წელში, საარსებო მინიმუმი 29 ლარით გაიზარდა

64
9cdf1a052f53b5694bf9bf91af2b83dc

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საარსებო მინიმუმი წლიურად 29.2 ლარით გაიზარდა და 226.2 ლარი შეადგინა. დეკემბერთან შედარებით კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2.7 ლარით არის გაზრდილი.

ამასთან, იანვარში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 200.4 ლარი იყო, რაც 26 ლარით აღემატება 2021 წლის იანვრის მაჩვენებელს.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები