ახალი კოვიდინფექცია კიდევ 932-მა ადამიანმა დაამარცხა.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 246 459-ია.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება 538 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 770 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი კი 346-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.