ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელს თავისი საქმიანობის ამსახველი აქტივობით დაბრუნდა. მან ინსტაგრამზე ჰელოუინის კოსტიუმში გადაღებული ფოტოები, ასევე ფოტოსესიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მიუხედავად მძიმე პერიოდისა, არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას.
„ბოლო კვირები ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მოვახერხე დაბრუნება და ისევ სოციალურად აქტიური გავხდი.
მე მაქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან, მაქვს პასუხისმგებლობა თქვენ მიმართ, მყავს თითქმის 400 ათასი მიმდევარი, უბრალოდ ვერ გავქრები, რადგან თავს კარგად არ ვგრძნობ ეს არ არის საბაბი…
მანამდეც კი ვცდილობდი ნაკლები სიხშირით გამომექვეყნებინა, რათა არ მქონოდა გადაკვეთა მიმდინარე სასამართლო პროცესებთან, მაგრამ როგორც ჩანს ამას მნიშვნელობა არ აქვს, უფრო მეტიც, ვფიქრობ, არასწორია ამის გამო კარიერის შენელება და კონტრაქტების გაუქმება.
ახლა დავბრუნდი, მეტი სიხშირით, მეტი აქტივობით და ვეცდები ყველაფერი გაგიზიაროთ რაც შემიძლია, მიყვარხართ“, – წერს ნეკა დოროყაშვილი ინსტაგრამზე.