გასულ კვირას ინტერნეტი ააფეთქა ბორის და ქერი ჯონსონების 1 წლის ვაჟის ფოტოებმა, როდესაც მას სანაპიროზე ქერი ჯონსონი და ჯილ ბაიდენი ართობდნენ. ამჯერად კი ბორის ჯონსონის მეუღლემ პატარა უილფრედი დიდი შვიდეულის სამიტზე, ლიდერებთან შეხვედრაზე მიიყვანა. გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს პატარა უილფრედის ახალ ფოტოებს, რომელსაც ერთი მეორის მიყოლებით ეთამაშებიან.
ახალ ფოტოებზე, რომელიც დიდი შვიდეულის წვეულებიდან გავრცელდა, ყველა ქვეყნის ლიდერები არიან. მათ შორის არიან ლიდერთა მეუღლეები. ფოტოებზე ისევ დაფარულია პატარა უილფრედის სახე, თუმცა ლიდერთა სახეების გამომეტყველებით ჩანს, რომ მისმა გამოჩენამ ოფიციალური საღამო არაოფიციალური გახადა.