LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტის ვიდეო ინტერნეტს იპყრობს

1061
jeniferbradnews20918

ჯერ კიდევ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ 51 წლის ჯენიფერ ენისტონი და 56 წლის ბრედ პიტი 19 წლის შემდეგ ეკრანზე გაერთიანდებოდნენ. მსახიობები 1982 წლის ფილმის „რიჯმონტ-ჰაის“ სცენარის სამაგიდო კითხვაში ჩაერთვნენ. გუშინ ინტენტეში ენისტონისა და პიტის ერთობლივი ვიდეო გავრცელდა, სადაც ისინი ცნობილი ფილმებიდან მონოლოგებს კითხულობენ.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ყოფილ მეუღლეებს ეროტიკული სცენისა გაცოცხლება დაევალათ. მიუხედვად იმისა, რომ კითხვა ონლაინ-ფორმატში შედგა, ეს ფლირტი დღეს დასავლური მედიის მთავარი თემა გახდა. ბრედ პიტს ბრედ ჰამილტონის როლი ერგო, ხოლო ენისტონს ლინდა ბეტრეტის. სცენარის მიხედვით ბრედის პერსონაჟი ლინდაზე ფიქრობს და მისი ხმა ესმის: „გამარჯობა ბრედ! ყოველთვის ვთვლიდი, რომ საყვარელი და ძალიან სექსუალური იყავი“ – ამბობს ვიდეოში ენისტონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g