LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: ჩამოყალიბდება სატელევიზიო სტუდია „იუსტიცია“, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის

136
BeFunky-collage (2)

მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოვაყალიბოთ ახალი სტუდია „იუსტიცია“ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში, რომელიც იქნება სატელევიზიო სტუდია და იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, „სტუდია მოახდენს იურიდიული პროფესიების პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივ დისკურსში საზოგადოების ჩართულობას“.

„ეს იქნება 2024 წელს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის წევრებიც ხშირად ისარგებლებენ ამ სტუდიით, რადგან ეს იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეთ ურთიერთობა პუბლიკასთან, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა საქმიანობით, სხვადასხვა სამართლებრივი საკითხებით.

გექნებათ თქვენი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და ეს იქნება პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი, იქნება მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” იუსტიციის მინისტრს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ფოტოებით დახვდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების პერფომანსს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები