გუშინ ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავის რჩეულზე, ქერი საიმონდზე იქორწინა. 56 წლის ჯონსონი და 33 წლის საიმონდსი 2020 წელს დაინიშნენ. მათ თანაცხოვრებიდან ვაჟიც ჰყავთ.
ცერემონია ვიწრო წრეში გაიმართა და ის მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მედიამ პრემიერ-მინისტრის ქორწინების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა. საინტერესოა, რომ პატარძალს ქორწილში ბერძენი დიზაინერის კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 290 ფუნტი სტერლინგია. საიმონდსმა ეს კაბა მხოლოდ 45 ფუნტ სტერლინგად იქირავა და ცნობილია, რომ აღნიშნული კაბა მალევე გაიყიდა.
ბორის ჯონსონისთვის ეს მესამე, ხოლო ქერი საიმონდისთვის პირველი ქორწინებაა.