“დღეს მინდა შემოგთავაზოთ ახალი ვებ-გვერდი, რომელსაც build.tbilisi.gov.ge ქვია და ნებისმიერ ადამიანს, ვინც იქნება დარეგისტრირებული ექნება შესაძლებლობა, ნახოს ყველა ის პროექტი, სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ასრულებს,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობის ჩართულობა დედაქალაქის განვითარებაში მნიშნელოვანი და ვებ-გვერდი აღნიშნულს ხელს შეუწყობს.
“მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან დაკავშირებით შევქმენით პლატფორმა შენი იდეა ქალაქის მერს, სადაც ნებისმიერ ადამიანს ვინც დარეგისტრირებული იქნება შეუძლია მოგვაწოდოს თავის ხედვები, თუ რა პროექტის განხორციელება არის შესაძლებელი და რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ, საინტერესო იდეები იყო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ახალი ვებ გვერდი რომელსაც build.tbilisi.gov.ge ქვია და ნებისმიერ ადამიანს, ვინც იქნება დარეგისტრირებული ექნება შესაძლებლობა, ნახოს ყველა ის პროექტი, სამუშაო, რომელსაც დედაქალაქის მერია, გამგეობები ასრულებს, შეუძლიათ შევიდნენ ამ ვებ-გვერდზე, ჩაწერონ თავიანთი რაიონი, უბანი, ქუჩა და მაქსიმალურად დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ რა სამუშაოები სრულდება, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. განთავსებული იქნება ფოტომასალა, ინფორმაცია თუ ვინ ასრულებს სამუშაოებს, ვინ არის კონტრაქტორი კომპანია. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოსახლეობის ჩართულობაც იყოს და აკონტროლონ თავიანთ უბანში, რაიონში, ქუჩაზე როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. თუ ექნებათ შენიშვნები უნდა მიმართონ გამგეობას,” – განაცხადა კახა კალაძემ.