LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკა პეტრიაშვილი: „ისრაელის უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ თუ ეს ინფორმაციები დადასტურდება, ისრაელი მიიღებს ზომებს, რომ შეაჩეროს ირანი! ფრონტის ხაზის გაყოლებაზე ძირითადად პოზიციური ბრძოლებია.. ნელა, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ!“

57
---2022-06-23_11-06-14_268409

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სიახლეებს ყოველდღიურ რეჟიმში გვიზიარებს.

ბუკა პეტრიაშვილი, ამჯერადაც, აქვეყნებს მორიგ პოსტს, სადაც ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს უყრის თავს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აბა დილა მშვიდობისა მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ახალი ამბების დასტით!

ნატო-ს საპარალმენტო ასამბლეამ აღიარა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად და მოუწოდა საკუთარ მთავრობებს იგივე ქმედებისკენ; აგრეთვე, მოუწოდა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ. ეს გადაწყვეტილებები, მართალია, სავალდებულო ძალის მატარებელი არ არის, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მადრიდში საპარლამენტო ასამბლეაზე ეს გადაწყვეტილებები ერთხმად იქნა მიღებული!

ნატოს გენ.მდივანმა ისაუბრა უკრაინისთვის ურყევი სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ! დახმარება ნამდვილად მოდის: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია (თავდაცვის მინისტრი იყო გუშინ კიევში), ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი – ეს ჩამონათვალი დიდია და კიდევ უფრო დიდია სია, რასაც აწვდიან ჩვენებს პარტნიორები! თუმცა, სასურველი იქნება, თუ დაუგდებენ ყურს სენატორ ჯიმ რიშს და გადასცემენ ჩვენებს საბრძოლო თვითმფრინავებს!

პოლონეთი უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას გეგმავს

პოლონეთში კი განთავსდება გერმანიის მიწოდებით პატრიოტის სისტემის რაკტესაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, როგორ ეფექტურად იმუშავა ამერიკულმა ნასამსმა და გერმანულმა ირის-ტ მ, უმნიშვნელოვანესია დამატებითი ჰსთ სისტემების მიწოდება! თუმცა, ამერიკის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს ნამდვილად დაეჯერება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინელები გაცილებით უკეთესად არიან აღჭურვილო ზამთარში საბრძოლველად, ვიდრე რუსები!

მაინც აქტუალური რჩება ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მოწოდების საკითხი! გამოჩნდება დაახლოებით 1-1,5 თვეში, რეალურად რა მიაწოდეს! ასევე საუბარია რუსეთის ტერიტორიაზე ირანული დრონების წარმოების აწყობაზე!

ისრაელის უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ თუ ეს ინფორმაციები დადასტურდება, ისრაელი მიიღებს ზომებს, რომ შეაჩეროს ირანი! ვნახოთ!

ფრონტის ხაზის გაყოლებაზე ძირითადად პოზიციური ბრძოლებია და არტილერიული დუელი მიმდინარეობს! ყველაზე ცხელი მაინც დონეცკის ოლქში ბახმუტის და პავლოვკის მიმართულებები რჩება! ე.ი. იმდენად უნდათ, რომ რაიმე წარმატებაზე შეეძლოთ საუბარი, მართლა გაივსო მკვდარი რუსებით ბახმუტის მისადგომები და პავლოვკის ნაწილი! უჰლედარს ურდო ვერ აიღებს და ვერც სხვა დასახლებულ პუნქტებს – დიდი დიდი სადღაც რამდენიმე მეტრით და სანტიმეტრით მოიწიონ ისიც ცოტა ხნით წინ!

ლუჰანსკის სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე ნელა, მაგრამ მაინც მივიწევთ წინ!

ზაპოროჟიეში შეიძლება იყოს დიდი ამბები! ჩვენეაც და ურდომაც სერიოზული ძალები გადაისროლა ამ დღეებში!

სამხრეთშიც ხდება ამბები: ხერსონის მიმართულებით აწი ურდომ დაიწყო რაკეტების სროლა!

მიკოლაევის ოლქში კი კინსბურნის შვერილზე, ამბობენ, ჩვენები უბაგუნებენო!

მალე მოვა დეკემბერი და შეწყდება რუსული ნავთობის შესყიდვა! ბლუმბერგის ცნობით, თებერვალში თუ 1.2 მილიონ ბარელს ტვირთავდნენ რუსები, ახლა 90%-ით არის შემცირებული ევროპაში გადაზიდვები და 85-90 ათას ბარელს შეადგენს დღეში!

მოვა მალე 5 დეკემბერიც და სად რას გადაზიდავს ვნახავთ!

ჩვენებსაც უჭირთ, მაგრამ მეგობრები უდგანან გვერდში – 200 მილიონ დოლარს მარტო ნორვეგია გამოუყოფს უკრაინას გაზის შესაძენად!

ძაააალიან უნდა ურდოს მოლაპარაკების იმიტაციის შექმნა და დროის გაწელვა, მაგრამ არა მშვიდობისთვის – გუშინ მათ პროპაგანძიაში ერთმა ძიამ დაფქვა, ძალები რომ მოვიკრიბოთ ზამთარში და გავანადგუროთ უკრაინა, მიზა გვინდა ეგ მოლაპარაკებაო! ??? ვერ მოგართვით!

უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ ჩამოიშლება!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები