LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთი უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას გეგმავს

39
Patriot - ამერიკული სარაკეტო სისტემა

პოლონეთი უკრაინის საზღვართან საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას გეგმავს – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა RMF24-სთან საუბრისას აღნიშნა.

ბლაშჩაკის განაცხადებით, მიესალმება მისი გერმანელი კოლეგის წინადადებას, პოლონეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე.

„სიამოვნებით მივესალმე გერმანიის თავდაცვის მინისტრის შემოთავაზებას. მე მათ შევთავაზე, რომ სისტემა უკრაინის საზღვრის მახლობლად განლაგდეს“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

Patriot ამერიკული საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომელსაც შეერთებული შტატები და გერმანია იყენებენ, ხოლო მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ასევე, პოლონეთი.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, შუადღისას, უკრაინაზე რუსული ფართომასშტაბიანი სარაკეტო შეტევის დაწყებიდან მალევე, უკრაინის საზღვართან ახლოს, პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რაკეტა ჩამოვარდა.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ფშევოდუვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა, შემდგომში კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტების წინასწარი დასკვნებით, სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა.

ანჯეი დუდა: არ არსებობს მინიშნება, რომ ეს წინასწარ განზრახული თავდასხმა იყო პოლონეთზე.. არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა

რაკეტები არის ძველი, საბჭოთა დროინდელი – სავარაუდოდ, დაკარგეს მიმართულება და ჩამოვარდნენ პოლონეთის ტერიტორიაზე: ირაკლი ალადაშვილი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 16 ნოემბერს აფეთქებას უბედური შემთხვევა უწოდა. მან ასევე თქვა, რომ მას ესმოდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც გამოთქვა რწმენა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რუსული იყო.

“რუსული სარაკეტო ტერორის ახალი ტალღა ცინიკური სილაა “დიდ ოცეულის” 19 წევრისთვის” – ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g