სოფელ ბუკნარში მუსლიმ თემსა და ადგილობრივებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.
გუშინ ჩოხატაურის მერიასთან შეკრებილთა აქციაზე მისულმა საქართველოს მუსლიმთა კავშირის მუფტმა განაცხადა, რომ პრობლემა გადაჭრილია და პარასკევის ლოცვა ტრადიციულად ჩატარდება, რასაც მუსლიმი თემის წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ფიქრობენ, რომ პრობლემა ჯერ კიდევ გადასაჭრელია.
დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ტრადიციული ლოცვის შემდეგ უნდა შედგეს, მხარეებთან ერთად, ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. გუშინვე, მერიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდგომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია გადაიდგას პირველი ნაბიჯი, რომ სოფელში ხალხი შერიგდეს და გაგრძელეს ურთიერთობები, რომ ხალხმა თავიანთ სალოცავებში ილოცოს.
შეგახსნებთ, რომ მუსლიმ თემსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. მუსლიმი თემი სოფელში სალოცავ ადგილს ითხოვს, რასაც ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვებენ.
ფოტო: IPN.GE