LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურთი საქართველოს მოედანზეა – დიდი და რთული სამუშაო იწყება: კარლ ჰარცელი

105
კარლ ჰარცელი

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი საქართველოში კალრ ჰარცელი აცხადებს, რომ „ბურთი საქართველოს მოედანზეა“. მისივე თქმით, „ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება“.

კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირმა პროცესი საკმაოდ დააჩქარა, რაც სხვა შემთხვევებში არ მომხდარა.

პრეზიდენტი: ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა – უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, რომ არა თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა

კითხვარიც და პასუხებიც საჯარო უნდა იყოს – უნდა ვიცოდეთ რა უპასუხა ხელისუფლებამ, ჩვენი სახელით ევროკავშირს: ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე

„მინდა, გულწრფელად მივესალმო ევროპარლამენტის დელეგაციას. ვფიქრობ, ეს ნამდვილად საუკეთესო დროა აქ ჩამოსასვლელად. თავდაცვის, უსაფრთხოების ასპექტებში არის მიმდინარე დებატები, დისკუსიები, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. მსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო. ის ფაქტი, რომ დღეს ლუქსემბურგში კომისარმა ვარჰეიმ გადასცა კითხვარი საქართველოს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესის საწყისს. ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვას საქართველოს მთავრობისადმი. შეკითხვების მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, რომ შეაფასოს საქართველოს მზაობა. სამი ძირითადი საკითხია – პირველი, საქართველომ მიაღწია თუ არა ინსტიტუციების სიმყარეს, გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების მხრივ. მეორე, რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია ევროკავშირის ეკონომიკებთან. მესამე, შეძლებს თუ არა აღასრულოს ეფექტურად ვალდებულებები ევროკავშირის ვალდებულებები პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები“, – განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, კითხვების რაოდენობა, რომელიც საქართველოს სტატუსის მისაღებად გადაეცა, შემცირებულია, რომლის მიზანიც პროცესის დაჩქარებაა.

კითხვარის გადმოცემით კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რათა ევროპული არჩევანი შეუქცევადი გამხდარიყო – მაკა ბოჭორიშვილი

„ევროკავშირმა 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა სამ განაცხადზე, ესენია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს პირველი ნაბიჯია ამ პროცესისა. რაც შეეხება დროში გაწერას, გრაფიკს, კომისიას ოთხი კვირა აქვს პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი. პასუხების შემდეგ, ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან შემდეგ ნაბიჯზე. ეს არის განსაკუთრებული დრო და კომისია ცდილობს, უზრუნველყოს, რომ ასე განსაკუთრებულად სწრაფად განხორციელდეს ეს პროცესი. ევროკავშირი წინათ ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი გახლავთ ეს, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე განმაცხადებელი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ წუთას ვხედავთ ყველაზე სწრაფ პროცესს, რაც შეუძლია, ევროკავშირს განახორციელოს.

ჩვენ შეგვიძლია, ისტორიულ მომენტს გავუსვათ ხაზი, ეს არის ისტორიული მომენტი, მაგრამ ამ დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები იყოს გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა გააკეთონ მაქსიმუმი, რომ იყოს ერთობა ამ მიზანთან მიმართებაში, გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა. რეფორმების დღის წესრიგის გააქტიურებით, საქართველოს როლის გააქტიურებით. ასეთი დიდი რაოდენობა მოსახლეობისა ემხრობა ამ მისწრაფებას. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები. ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა. გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რასაც საქართველოს წლების განმავლობაში ადგას. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოფს, რომ შედეგი არა მხოლოდ სიტყვები იყოს, არამედ ქმედებები“, – განაცხადა ჰარცელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g