LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა – უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, რომ არა თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა

95
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირისგან კითხვარის მიღება არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა, რისთვისაც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს უნდა ვუმადლოდეთ.

პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო მეტად უნდა ვუმდლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლა.

„დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით, ისიც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არაჩვეულებრივი ახალი შანსია, რაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა.

ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ევროპულ საბჭოს და კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინისთვის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე ამას ვერავინ იტყოდა.

ევროკავშირმა ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღო რომ ეს პროცესი აეჩქარებინა და ეს პროცესი გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე როცა ბრიუსელში ვიყავი და რაც მერე რეალობაში გადავიდა.

დღეს ვხედავ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს ეს კითხვარი გადაეცა. ეს არ არის მხოლოდ კითხვარი და ამაზე „კი-ს“ და „არა-ს“ პასუხი. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი შემდეგი თაობის წინაშე.

ჩვენ ან შევძლებთ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ ან ვერ შევძლებთ. ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, არავინ სხვაზე. ამიტომ ამისთვის უნდა იყოს ყველა ძალა მობილიზებული. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით.

თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა.

აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში რაც მოცემულია იმისთვის, რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს როგორ არის დღეს, რა პრობლემები არსებობს და რა მიღწევები. 9 აპრილი და ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ! ეს არის ეროვნული თანხობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია.“ – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა.

კითხვარის გადმოცემით კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რათა ევროპული არჩევანი შეუქცევადი გამხდარიყო – მაკა ბოჭორიშვილი

magti 5g