LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეკვა მაგონებს ტანგოს“ – სტეფანეს ახალი ნამუშევარი (ფოტო/ვიდეო)

2806
stefane-new-ex-fotosesia

დღეს, 22 ოქტომბერს, „ფაბრიკაში“ სტეფანეს ახალი კლიპის პრემიერა შედგა. ვიდეორგოლი ბორის შხიანის ცნობილ სიმღერაზე „ტანგო“ არის გადაღებული, რომელიც მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, საკუთარი ახალი ვერსიით შემოგვთავაზა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, კომპოზიციაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, ის „ლენოსტუდიაშია“ ჩაწერილი და ჩანაწერში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა: ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი, ხონძი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრთან ერთად.

რაც შეეხება კლიპს, ის JWT Metro Production-მა გადაიღო, რეჟისორი: დავით ბორჩხაძე, მონტაჟი: რატი რამიშვილი.

პირველივე, რაც კლიპის ნახვისას თვალში მოგხვდებათ, არის მისი საოცარი ხარისხი – „ალბათ, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის საქართველოშია გადაღებული, მაგრამ ნამდვილად ასეა“, აღნიშნა პრეზენტაციაზე სტეფანემ. კლიპის პროდიუსერმა, სანდრო გაბელაიამ კი დასძინა, რომ ამგვარი ვიდეორგოლის გადაღება გახდა შესაძლებელი იმის გამო, რომ დამკვეთი „მეტროს“ ყველანაირ ჩანაფიქრზე დათანხმდა და ბოლომდე გაჰყვა.

კლიპის გადასაღებად კინოხერხებია გამოყენებული და ყველა ის აპარატურა, რაც პირველი ინტერაქციული ფილმის, „არენისთვის“ გამოიყენეს.

რაც შეეხება დამკვეთს, ეს გახლავთ „აჭარაბეთი“, რომელმაც საკუთარი მომხმარებლისთვის ინოვაციური პროექტი, „არენა“ შექმნა. ეს გახლავთ კინოფილმი, რომლის სიუჟეტის განვითარებაში თავად მაყურებელს შეუძლია ჩართვა.

მუსიკალურ რგოლში სტეფანესთან ერთად მონაწილეობენ ქრისტინე იმედაძე, სანდრო კაკულია, მარიტა ჯანაშია, ლევან მჭედლიძე, ნანა შონია, არჩილ არველაძე და ცნობილი ფეხბურთელი რივალდო, რომელიც „აჭარაბეთის“ სპორტის ამბასადორი გახლავთ.

კლიპი უკვე „იუთუბზე“ აიტვირთა და „არენის“ საუნდთრექის მოსმენა, რომელზეც სტეფანემ დიდ გუნდთან ერთად იმუშავა, უკვე შეგიძლიათ.

სტეფანე:

„მეტრო პროდაქშენთან“ მუშაობისას ყოველთვის დიდ გამოცდილებას იღებ, რადგან სერიოზულ პროფესიონალებთან გაქვს შეხება. სიტყვები არ მყოფნის, რომ ემოციები გამოვხატო.

კლიპის ჩვენებისას ვინერვიულე. არ ვიცი, როგორ აიტაცებს ხალხი ამ სიმღერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერში დიდი შრომაა ჩადებული. იმედი აქვს, მსმენელი აიტაცებს და გააზიარებს.

ბორის შხიანის სიმღერის „ტანგო“ ძველი ვერსია, რომელსაც მანანა თოდაძე ასრულებდა, ალბათ, ჩემს თაობას კარგად ახსოვს, ხოლო ახალ არანჟირებაზე ნიკოლოზ რაჭველთან ერთად ვიმუშავეთ.

ნინი გუჯაბიძე, „აჭარაბეთის“ წარმომადგენელი:

„არენა“ არის „აჭარაბეთის“ ახალი წამოწყება, ფილმი, რომლის მსგავსი მასშტაბის პროექტი არ გაკეთებულა. მაყურებელი გამოდის თავისი როლიდან და თავად ერთვება და წყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები ფილმში. სტეფანემ ამ კინოფილმისთვის შექმნა ახალი ნამუშევარი, რომლის პრემიერასაც დღეს ვესწრებით.

სლავა ნათენაძე, მსახიობი:

მითამაშია ფილმში, მაგრამ ამგვარი გამოცდილება არასდროს მიმიღია. თავად მუშაობის პროცესი გახლდათ ძალიან საინტერესო. არაჩვეულებრივი პარტნიორები მყავდა და მინდა აღვნიშნო გადამღები ჯგუფი, არაქართულად პროფესიონალურად მიუდგა საქმეს (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g