LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩატარდა 14 839 კვლევა: თბილისში 735, იმერეთში 331 შემთხვევა დაფიქსირდა – 6 იანვრის სტატისტიკა

43
კორონა 2323

კორონავირუსის შემთხვევებმა ქვეყანაში მკვეთრად იკლო. საქართველოში ბოლო 24 საათში ჩატარებულია 14 839 კვლევა და ვირუსი დაუდგინდა მხოლოდ 1 800 ადამიანს. -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს.

კოვიდ-19-ის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა,

აჭარა-119,

იმერეთი-331,

ქვემო ქართლი-128,

შიდა ქართლი-103,

გურია-43,

სამეგრელო – ზემო სვანეთი-151,

კახეთი-116,

მცხეთა-მთიანეთი-22,

სამცხე-ჯავახეთი -35,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსისგან 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g