LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირზე გაჩერებების მოცულობები გაიზრდება

142
64395579-2777733535576562-3055546631815430144-o

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე გზის შუა ნაილში ეწყობა ე.წ “ბასლაინი” და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქუჩაზე დიდმა ავტობუსებმა უნდა იარონ, გაჩერებების მოცულობა იზრდება.

გაჩერებები იქნება გაცილებით დიდი. ის გაჩერებები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, არის პატარა მოცულობის გაჩერებები. დიდმა ავტობუსებმა უნდა იარონ ჭავჭავაძეზე, რაც მერე გაგრძელდება და დაუკავშირდება საბურთალოს და რუსთაველს.

რაც შეეხება გაჩერებების რაოდენობას, მათ შორის მიწისქვეშა ურნების განთავსების ადგილებს, განათების ადგილებს და შესაბამის გამწვანების ლოკაციებს, ისე რომ ველობილიკსაც ხელი არ შეეშალოს და ტროტუარები არ შემცირდეს ზომაში, ეს ყველაფერი არის დაპროექტებული და ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, რომელიც ერთის მხრივ ვიზუალურად ძალიან დიდ ეფექტს მოგვცემს და საცობებისგან მთლიანად განიტვირთება ჭავჭავაძის პროსპექტი მისი გახსნის შემდეგ”, – აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.

პოპულალურები