LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები “ფორტუნში” მაქვს გატარებული, ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის: ლევან ჯავახიშვილი “ფორტუნას” რადიოს დღეს ულოცავს

247
ლევან ჯავახიშვილი

13 თებერვალი რადიო სივრცისთვის განსაკუთრებული თარიღია – დღეს რადიოს მსოფლიო დღეა.

რადიოს საერთაშორისო დღე 2011 წლიდან, იუნესკოს ინიციატივით აღინიშნება და მისი მთავარი მიზანი რადიოს უფრო მეტად პოპულარიზაცია და განვითარებაა.

იუნესკოს ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო მოხსენება კვლავ ადასტურებს, რომ რადიო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ხელმისაწვდომ მედიად რჩება. რადიოს მსოფლიო დღის 2022 წლის თემაც “რადიოს და ნდობას” ეხება.

იმისათვის, რომ რადიო სივრცისთვის სიმბოლური დღე ყველამ ერთად აღნიშნოს, წელს იუნესკო, მსოფლიოს ყველა რადიოსადგურს ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე იწვევს. ღონისძიების მიზანია, რადიოსადგურის დამფუძნებლებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარონ.

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” რადიოს დღეს ტელეწამყვანი და რადიო “ფორტუნას” ყოფილი წამყვანი, ლევან ჯავახიშვილი ულოცავს:

“რადიოს საერთაშორისო დღეა და ბუნებრივია, მინდა ყველა რადიოსადგურს მივულოცო ეს დღე, რადგან გამოვლილი მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს და რამდენად დიდი ბედნიერებაა რადიოში მუშაობა.

განსაკუთრებით გამოვყოფ რადიო “ფორტუნას”, იმიტომ, რომ იქ მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები.

რატომ განსაკუთრებით რადიო “ფორტუნა”? – პირველ რიგში, გუნდი, ერთიანობა, საქმისადმი დიდი სიყვარული, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი – რაც უმთავრესია.

მთელი ის პერიოდი, რომელიც მე რადიო “ფორტუნაში” ვმუშაობდი, პირველ რიგში, დამამახსოვრდება როგორც ძალიან დიდი სიყვარულის და იმ თბილი ემოციის და ენერგიის გაცემის პერიოდი, რაც ეთერში მუშაობის დროს ჩემი მხრიდან იყო და ასევე მსმენელისგან ათასმაგად იყო ამ ემოციის და ძალიან თბილი ენერგიის დაბრუნება.

რადიო განსხვავდება იმით, რომ არის ძალიან ინტიმური. რადიოს აქვს ძალიან საინტერესო უნარი – ფსიქოლოგიურად, საკუთარ თავშიც კი ჩაგახედოს, იმიტომ, რომ როდესაც ყურსასმენები გიკეთია, ლაპარაკობ და უსმენ შენს ხმას, შენს თავს იცნობ პირველ რიგში იმ კუთხიდან, რომლიდანაც ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდი.

რადიო არის გენიალური გამოგონება და, მით უმეტეს, ახლა, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში უკვე სოციალური ქსელები ტელევიზიას ანაცვლებს, ხოლო თავის დროზე ტელევიზიამ ჩაანაცვლა რადიო, მიუხედავად ამისა, დღეს რადიოს ძალიან დიდი როლი აქვს ადამიანების ცხოვრებაში იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, წამყვანის ხმა, რომელიც რადიოში ესმის, ალბათ მისი საუკეთესო მეგობარი ხდება, თითქოს შეგრძნება გაქვს, რომ ამ ადამიანს მთელი ცხოვრებაა იცნობ.

რადიო “ფორტუნა” ძალიან მიყვარს. დღემდე მანქანაში მაქვს ჩართული და სათითაოდ, არ აქვს მნიშვნელობა, ძველებს, ახლებს, მომავალ თაობას, რომელიც ამ რადიოში იმუშავებს, მინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან მოგესიყვარულოთ, ჩაგეხუტოთ და უბრალოდ გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის”, – ამბობს ლევან ჯავახიშვილი.

ზურა ხაჩიძე: ქართული მუსიკისა და შოუბიზნესის განვითარებაში “ფორტუნას” უზარმაზარი წვლილი მიუძღვის, მიყვარხართ და მთელი გულით გილოცავთ რადიოს დღეს

რადიო “ფორტუნა” ეთერში პირველად 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.

24 წლის შემდეგ რადიოჰოლდინგი უკვე ოთხ რადიოსადგურს, ერთ ინტერნეტრადიოს – “როკრადიოს” და ვებგვერდ fortuna.ge-ს აერთიანებს.

24 წელია, რაც ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი “ოქროს სტანდარტით” მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

“ფორტუნას”, “ფორტუნა პლუსს”, “არ დაიდარდოს” და “ავტორადიოს” ჯამურად, რადიოაუდიტორიის 60% უსმენს.

სტეფანეს მილოცვა “ფორტუნას” – რადიო კულტია, რომელიც ყოველთვის იარსებებს! გისურვებთ დღეგრძელობას, მეტად განვითარებას და დახვეწას

“ფორტუნაში” მხოლოდ ბედნიერი ადამიანები მუშაობენ ჯადოსნური ენერგეტიკით, სიგიჟემდე მიყვარს თქვენთან სტუმრობა: რატი დურგლიშვილი

მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ! იმედი მაქვს, არასდროს გაჩერდებით და უფრო განვითარდებით: დათო გომართელი “ფორტუნას” რადიოს დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g