„ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან“, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც იგი მისი მეუღლის ნატა ქორიძის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის აზრით, მოტივები არის ცალსახად პოლიტიკური.
„არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა“ - ზურა ჯაფარიძის მეუღლე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს
„წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე“.
„აქამდე ვერ მოახერხეს, იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვები თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ, ვერც რეორგანიზაციის მიზეზით. ჩვენ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები და ამის გამო ვერ გაუშვეს, მერე პანდემია იყო და ერთი წელი ამან წაიღო.
როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს ასევე საგარეოდან.“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის,ზურა ჯაფარიძის მეუღლე, ნატა ქორიძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით გაუშვეს. როგორც ნატა ქორიძე აღნიშნავს, დამსაქმებელმა განუცხადა, რომ სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია უქმდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.