„ძალა დღეს არის ემიგრაციაში და ახალგაზრდებში,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საუბრობს და ემიგრანტთა კლუბის დაფუძნების ინიციატივით გამოდის.
„ჩემი იდეაა, რომ 300 წარმატებული ემიგრანტის კლუბი გავაკეთო.
ეს 300 ადამიანი უნდა იყოს ავანგარდში იმ საქართველოდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარეთ არის, მათთან ერთად უნდა განვახორციელოთ სერიოზული რეფორმები.
ხელისუფლებას ეშინია ემიგრაციის
Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on შაბათი, 11 ნოემბერი, 2023
ასევე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სადაც არის ჩვენი დიასპორა და ემიგრანტები – საარჩევნო ყუთები იქ დაიდგას, რადგან ხელისუფლებას ეშინია ემიგრაციის, ამ ადამიანებს კი არ აქვთ საშუალება მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან,“ – ამბობს ხაზარაძე.