LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე: საქართველოში საფრანგეთის ელჩი

75
BeFunky-collage

ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია, გაერთიანება მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა ინსტიტუცია იყოს ძლიერი.

„დღევანდელ დღეს, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, საქართველო ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის არის პოლიტიკური, რეგიონული საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუცია იყოს გამართული.

ამასთან დაკავშირებით ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, შეჯერდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე. ძლიერი, გაერთიანებული პოლიტიკური გარემო დაეხმარება საქართველოს, რომ ყველა ეს გამოწვევა დაძლიოს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი სურვილია, რომ გაერთიანება მოხდეს“.- განაცხადა ელჩმა.

 

თუ “ოცნება” კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, “გირჩის” მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ განცხადებებს: პარტია “ქართულ ოცნებას” მიმართავს

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g