„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სუსის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.
ხვიჩიას მოსაზრებით, მის კოლეგებს [ოპოზიციაში] იცნობს და სამწუხაროდ, ისინი არაფრის მომწყობები არ არიან.
„საბჭოთა კავშირი რომ უცხო ქვეყნის აგენტებს ებრძოდა და სულ საკუთარ მოსახლეობას ამზადებდა, რომ თითქოს, ისინი ქვეყანაში რაღაცას მოაწყობდნენ და დაამხობდნენ – კონტრრევოლუციონერებს რომ ეძებდნენ, დაახლოებით, ასეთი ნადირობაა კუდიანებზე, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, იმიტომ, რომ მე ჩემს კოლეგებს ვიცნობ და სამწუხაროდ, ისინი არაფრის მომწყობები არ არიან“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.