მომღერალი ნუცა ბუზალაძე Facebook-ზე „ლაივ“ ჩართვაში საუბრობს ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ჟიურის გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნუცა საუკეთესო 12 მონაწილეს შორის აირჩიეს.
„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა…ეს ჩემთვის სასწაული იყო” – ნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე აცხადებს, რომ ყველა კონკურსანტი ძალიან ნიჭიერი იყო და არ ელოდა ჟიურის მხრიდან ამგვარ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ფინალამდე, რომელიც 21 მაისს გაიმართება, ახლა უკვე ყოველ კვირას, იქნება „ლაივი“ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა, რადგან ხმის მიცემა მხოლოდ „ლაივ“ რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, როდესაც გადაცემა ტელევიზიით გადაიცემა.
„ლაივ შოუზე ჟიურიმ 2 ადამიანი გადაარჩინა. ერთ-ერთი ვიყავი მე…რაღაც სასწაული მოხდა გუშინ, რადგან ყველანი, ვინც იმ სცენაზე ვიდექით ყველანი ძალიან ნიჭიერები და ნომერ პირველები არიან იმ განხრით, რასაც თავად მიჰყვებიან. წელს ყველაზე ძლიერი სეზონია და მართლა არ მეგონა, თუ ჟიური ამომარჩევდა.
როგორც კი „ლაივი“ მორჩება ხმის მიცემა შეწყდება. „ლაივის“ ბოლოს გამოაცხადებენ, ვინ გადადის შემდეგ ტურში.
ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა და ძალიან ბევრი ადამიანის უყურებს ამ შოუს. ყველაზე მეტად მინდა მივმართო ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა და მხარდაჭერა.
კონკურსანტების მიერ დაგროვებული ხმების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს.
პროექტში ისეთ სიმღერებს ვიმღერებ, რაც აქამდე არ მქონია შესრულებული. აბსოლუტურად ყველა სიმღერა, რომელიც აქამდე მიმღერია ყველა ჩემი არჩეულია. აქ არავინ არაფერს არ გაძალებს,პირიქით, უნდათ იყო ის ვინც ხარ. ყველა ადამიანისთვის არის მსმენელი. ჩემთვის ის უკვე გამარჯვებაა, რაც ჟიურიმ მითხრა პროექტის განმავლობაში, ისიც გამარჯვებაა, რომ პირველი უცხოელი ვარ 25 წლის მანძილზე, რაც ეს პროექტი გადის ტელევიზიით, ვინც აქამდე გავიდა… ეს ჩემთვის უკვე გამარჯვება და ძალიან დიდი მოტივაციაა. რისი მიღწევაც მინდოდა ამ პროექტით, ის უკვე გამოვიდა“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.
Posted by Nutsa Buzaladze on Tuesday, April 25, 2023