საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსკოვის არმიელთა გუნდში გადასვლას მიუღებელს უწოდებს.
„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქგვერდზე.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ესპანური გუნდი „ბასკონია“ დატოვა და სამწლიანი კონტრაქტით მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. კაპიტნის გადაწყვეტილებას საქართველოში კრიტიკა მოჰყვა.
თორნიკე შენგელია: “თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს… ეს ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია”