LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ზეპირ ანდერძში დაუტოვებია, დიდი საჩუქარია…იყო ცრემლიც და გაოცებაც” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი

877
გიორგი კეკელიძე

მწერალ გიორგი კეკელიძეს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალი აჩუქეს.

„ეს მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული პოეტური კრებულის ორიგინალია. გალაკტიონ ტაბიძე – ,,თავის ქალა არტისტული ყვავილებით” – 1919 წელი. დღეს მაჩუქა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ნინო გედენიძემ.

ემოციური გამოდგა ჩუქების ამბავი: დედამისი ახლახან გარდაიცვალა. ჩვენი საქმეების გულშემატკივარი გახლდათ და ეს წიგნი დაუტოვებია ჩემთვის ზეპირ ანდერძში. შესაბამისად – იყო ცრემლიც და გაოცებაც. დიდი საჩუქარია”, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g