LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხლაძე: ზურაბ ჯაფარიძეს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ

126
Untitled design (1)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც გუშინ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

ამის შესახებ ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს დაზიანებები თავის არეში აქვს და მისთვის სამედიცინო დახმარება არ გაუწევიათ.

„თავში ურტყეს „დუბინკები“, გაზიც შეასხეს სახეში, დიღმის იზოლატორში ჰყავთ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? სად მივდივართ საერთოდ?“ – ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე

„ქართული ოცნებისთვის“ არა მხოლოდ ადამიანის უფლება არაფერს ნიშნავს, ადამიანის სიცოცხლეც არაფერს ნიშნავს და ზურა ჯაფარიძეზე განხორციელებული ძალადობაც ამაზე მეტყველებს, რომ ამ მომენტისთვის მასთან არც ერთი ექიმი არ შესულა, არანაირი დახმარება არ გაუწევია.

დიახ, ჩვენ რადიკალურად დავუპირისპირდებით რუსეთის რეჟიმს, ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, რასაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აკეთებენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ „კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს აბსურდიც არ ჰქვია და რომ აღშფოთებაც კი შეუძლებელია ამდენი სისულელის მოსმენით“.

სერგო ჩიხლაძის თქმით, დღეს აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი იქნება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

თაკო ჩარკვიანი: „ვიომეთ“ რასაც ჰქვია, გუშინ ერთი მთლიანი ვიყავით ყველა, ჩვენი სასწაული უმაგრესი ახალგაზრდობა

იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“

mazda magti 5g