LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 665-მდე გაიზარდა

136
merlin-167902296-d9a07b71-3681-4aa3-8b5f-140ebf9e19df-mobileMasterAt3x

ჩინეთში, კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ კი 1 665-ს მიაღწია.

ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 500-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 20-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პეკინში დაბრუნებული ადამიანები 14-დღიან კარანტინს გაივლიან. BBC -ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად სხვა ქალაქებიდან დაბრუნებულ ადამიანებს შეეძლებათ, კარანტინის პერიოდი საკუთარ სახლებში გაატარონ, ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განთავსდნენ.

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები