ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.გამოცემის ცნობით,ვირუსით საფრანგეთში მყოფი ჩინელი გარდაიცვალა.ის ქვეყანაში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია. დაინფიცირებულების რაოდენობამ კი 66 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის გარეთ, 24 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 500 შემთხვევა დაფიქსირდა.
ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ
აშშ-ში იმედის მომცემი განცხადება კეთდება.
ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პეკინში დაბრუნებული ადამიანები 14-დღიან კარანტინს გაივლიან. BBC -ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად სხვა ქალაქებიდან დაბრუნებულ ადამიანებს შეეძლებათ, კარანტინის პერიოდი საკუთარ სახლებში გაატარონ, ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განთავსდნენ.
ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 19 წლის ბიჭს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა
კორონავირუსის გავრცელების რისკი საქართველოში ისევ ძალიან მცირეა. ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის არსებული სტანდარტებით პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს. საქართველოში ჯერ ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ილია მეორე კორონავირუსზე: შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არის