LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ – ადამიანები ვართ, თუმცა ხშირად ისე სასტიკად ვიქცევით, მტაცებელი მხეციც არ მოიქცეოდა“ – მარინა აბრამოვიჩის ცხოვრების წესი

621
ENNbeJkXUAEib9B

გამძლეობის ხელოვნების ოსტატი მარია აბრამოვიჩი, რომელსაც ხშირად „პერფორმანსის ბებიასაც“ უწოდებენ, დიდი ხანია იკვლევს ადამიანის სხეულის და გონების შესაძლებლობებს, რომელთაც სიამოვნებით წარმოუდგენს შოკირებულ პუბლიკას.

მარინა აბრამოვიჩის ციტატები:

ადამიანის ცნობიერების შეცვლა თუ შეგიძლია, მაშინ სამყაროსაც ადვილად შეცვლი!

როცა მეკითხებია, სად დავიბადე, არასდროს ვპასუხობ, რომ ჩემი სამშობლო სერბეთია, რადგან მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც აღარ არსებობს.

რაც უფრო მეტს ფიქრობ სიკვდილზე, მით უფრო მეტად ტკბები სიცოცხლით, რადგან არასდროს კარგავ დროს ფუჭად.

ადამიანს უამრავი შიში აქვს, თუმცა ყველაზე მეტად განდიდების მანიის უნდა ეშინოდეს.

როცა აუტანელ ტკივილს გრძნობ, გგონია, რომ გონებას დაკარგავ. დაივიწყე გონება და ტკივილიც უცებ გაივლის.

ბედნიერება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გააცნობიერებ, სიმადვილეში ვინ ხარ.

ადამიანი ყოველთვის მომავლისკენ ისწრაფვის ან წარსულში ეძებს რაღაცას და ძალიან ცოტა დროს ატარებს აწმყოში.

თუ ნამდვილი ემოციის, გრძნობის განცდა გინდა, დატოვე სახლში საათი და ტელეფონი.

ჩვენ – ადამიანები ვართ, თუმცა ხშირად ისე სასტიკად ვიქცევით, მტაცებელი მხეციც არ მოიქცეოდა.

ყველაზე ძვირფასი არამატერიალუირი ხელოვნებაა, რადგან შეუძლებელია მისი ყიდვა, ამიტომ ყველაზე გულწრფელია და მხოლოდ ემოციას, გამოცდილებას უზიარებს პუბლიკას.

თანამედროვე სამყაროში წარმატებული მამაკაცი უფრო მეტია, ვიდრე ქალი, რადგან ქალს უფრო უჭის საქმისთვის საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა, ვიდრე მამაკაცს.