LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ დავინახეთ, რომ “ოცნებას” მოლაპარაკებების გაგრძელება არ უნდა: ზურა ჯაფარიძე

146
ზურა ჯაფარიძე 1

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის,ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმოადგენელის, კრისტიან დანიელსონის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საკითხს წინა დღეებთან შედარებით, ის ახლა უფრო სკეპტიკურად უყურებს.

ჯაფარიძის თქმით, “მედიატორის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე რაღაც ისეთი მოხდა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას აზრი არ აქვს.”

“მსგავსი რამ მე არ მინახავს, რომ გამოსულიყვნენ მასპინძლები და ეთქვათ, დავასრულეთ საუბარიო და მერე სტუმარი გამოსულიყოს და ეთქვას, რა დავასრულეთ, ხვალ ვაგრძელებთო – ბავშვზე ხომ არ არის საუბარი, ეს ადამიანი წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს ევროკავშირის შიგნით,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე შეფასებით, ახლა უცნაურად გაურკვეველი სიტუაციაა. ჯაფარიძეს იმედი მაქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა, თუ  რა მოხდა გუშინ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე.

“ყველა აღმოვჩნდით გაურკვეველ სიტუაციაში, „ოცნების“ წარმომადგენლები გამოვიდნენ, საჯაროდ დაემშვიდობნენ ადამიანს, თქვეს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე დასრულებულია და ისინი ელოდებიან, როდის დაბრუნდება ღარიბაშვილი. ამის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ის აპირებს გააგრძელოს შეხვედრები.

“რაც ჩვენ სურათი დავინახეთ, მიუთებებს იმაზე, რომ მინიმუმ მოლაპარაკებების ახლა გაგრძელება არ უნდათ. ჩვენი მხრიდან ძალაშია ყველა ის პუნქტი, რა პუნქტებიც შარლ მიშელმა დატოვა . ყველა პუნქტის გარშემო ჩვენ ჩვენი პოზიციები ვთქვით, მათ შორის, რამდენიმე ვერსია კომპრომისული პოზიციების“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება

 

პოპულარულები