თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას გმობს და უკრაინას მშვიდობას უსურვებს.
„საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით. მე მჯერა, რომ მალე უკრაინაც და საქართველოც გამთლიანდება, ვუსურვებ მათ მშვიდობას“, – წერს კალაძე.
Georgia, 20% of whose territory is occupied, condemns Russia’s recognition of Ukraine’s separatist regions of #Donetsk and #Luhansk. We, Georgia, stand by fraternal Ukraine as Ukraine stood by us. I believe soon both Ukraine and Georgia will be whole again, and I wish them peace.
— Kakha Kaladze (@kakhakala) February 21, 2022
შეგახსენებთ, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.