რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ, რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებული ბრძანებების მიხედვით, – ინფორმაციას ამის შესახებ РИА Новости აქვეყნებს.
ამას გარდა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო უწყებას დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრომლობის დამყარების, ასევე ურთიერთდახმარების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულებები უკრაინის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ უკვე გამოქვეყნდა.
“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.
ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ: თეთრი სახლი