LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ: თეთრი სახლი

123
თეთრი სახლი

ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ,- ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომლითაც უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან სავაჭრო და ფინანსურ კავშირებს აკრძალავს.

ამასთან, აშშ სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც უკრაინის აღნიშნულ რაიონებში საქმიანობას გადაწყვეტს.

„ჩვენ ველოდით ამგვარ ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ დაუყოვნებლივ მოვახდინოთ რეაგირება. პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის მოქალაქეებს მხრიდან უკრაინის ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ან რესპუბლიკებიდან. აღნიშნული აღმასრულებელი განკარგულებით სანქციების დაწესება იქნება შესაძლებელი ნებისმიერი პირისთვის, ვინც გადაწყვეტს საქმიანობას უკრაინის აღნიშნულ რაიონებში“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებაში.

ფსაკის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი აღნიშნულ სანქციებთან დაკავშირებულ დეტალებს მალე გაასაჯაროებენ.

ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მალე გამოაცხადებს დამატებით ზომებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების უხეში დარღვევის საპასუხოდ.

თეთრი სახლის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ სანქციებს, რომლებსაც აშშ ამზადებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში.

“ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან, შემდეგი ნაბიჯების შესახებ და რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ესკალაციის შესახებ.”-ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში.

დღესვე, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარების საკითხს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

„კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება სწრაფ და მტკიცე პასუხს საჭიროებს და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ნაბიჯებს ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით”- წერს სახელმწიფო მდივანი.

 

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

“საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა სპეციალურ მიმართვაში.

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას: ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

mazda magti 5g