აზროვნების აკადემია ფსიქოლოგ ნინო ბუაძის ვიდეო-კურსს გვთავაზობს, რომელიც ამჯერად ბავშვების მიმართ დაკისრებულ პასუხისმგებლობებზე საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ამ ბლოგიდან:

„რა ხდება მაშინ, როდესაც ზედმეტ პასუხისმგებლობას გაკისრებენ ბავშვობიდან და გაუთვითცნობიერებლად გაძალებენ, რომ იყო საუკეთესო?

არ არსებობს ერთნაირი შესაძლებლობების მქონე ორი ადამიანი, ყველა განსხვავებულია რაღაცით და უნდა მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის.

როცა ვინმესგან ვითხოვ ზედმეტს, რეალურად ეს უქმნის მას პანიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირდაპირ ვუკავშირებ მის შესაძლებლობებს – თუ შენ ამას არ გააკეთებ, მე რაღაცა დამემართება, ავად გავხდები, მოვკვდები. ამან შესაძლოა ბავშვში სერიოზული ნერვიული პრობლემები გამოიწვიოს.

ძალიან ცუდ გავლენას მოვახდენთ ასეთი მიდგომით მის ფსიქიკაზე.

რატომ უნდა მოვითხოვო ბავშვისგან ყველაფერში წარმატება? ასევე არ უნდა გავაღმერთოთ წარმატებული თანაკლასელი, ჩვენი ბავშვის წინაშე. ამით ორმაგ საფრთხეს ვქმნით: ამ შედარებით „წარუმატებელ“ ბავშვში ვთესავთ აგრესიას და შურს, და იმ „წარმატებულ“ ბავშვსაც ვაქცევთ ბულინგის პოტენციურ მსხვერპლად.“

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05