LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია თანაგრძნობას გამოხატავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ დაიწყებს?! – ზურა ყიფშიძე

347
zura-kiphshidze_w_h

”ჩვენს ქვეყანას რაც შეუძლია თანაგრძნობას გამოხატავს და მეტი რა უნდა ქნას, ომს ხომ ვერ დაიწყებს?!” – ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

“მე არავისკენ არ ვარ, სიმართლისკენ მინდა ვიყო, მაგრამ საფრანგეთი ვერ ერევა ბოლომდე მაგ ამბავში და საქართველომ რა უნდა გააკეთოს?! აბა, მაშინ, ავიყაროთ მთელი ერი და წავიდეთ უკრაინაში საომრად! ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით, ვისაც რა შეგვიძლია! რა სანქციები უნდა დავუწესოთ ჩვენ რუსეთს, სად გვაქვს ჩვენ სასანქციოდ საქმე?! რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და მეტის თავი ჩვენ არ გვაქვს!”,- ამბობს ზურა ყუფშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g