საქართველოს პარლამენტში დღეს კიდევ ერთ უვადო მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს და ამჯერად კრიტიკული კითხვები არა დიპლომს და განათლებას შეეხებოდა, არამედ მის გამოცდილებას, რომელიც დეპუტატებს არასაკმარისად მოეჩვენათ. 37 წლის ლევან მიქაბერიძეს სამოსამართლეო საქმიანობაში, რომელიც როგორც თავად აღნიშნა, კურიერის პოზიციით დაიწყო, მოტივაციის და მზაობის გარდა, ნაადრევ სურვილად ჩაუთვალა უპარტიო დეპუტატმა ეკა ბესელიამ. ბესელიას კითხვაზე, რამდენად მზად იყო მიქაბერიძე ამ თანამდებობისთვის, კანდიდატმა უპასუხა, რომ აღებულ ვადებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს.

 

“ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ, გამოწვევა, კარიერული ზრდის თვალსაზრისით და მეტი პასუხისმგებლობა, მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, იმისათვის, რომ გარკვეული სახის ბარიერები იქნას დაძლეული. ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განვახორციელო უფლება-მოვალეობები“, – აღნიშნა ლევან მიქაბერიძემ.

 

 

დეპუტატებმა მომავალ მოსამართლეს მიერ განხილული საქმეები შეახსენეს, რომელიც 450-ზე მეტი აღმოჩნდა, თუმცა მათ შორის ყველაზე გახმაურებული, როგორიც იყო “თბილავიამშენისა” და “რუსთავი 2”-ის საქმეები, კანდიდატმა შეძლებისდაგვარად უპასუხა. რამდენიმე კითხვას თავი აარიდა, რამდენიმეზე კი განაცხადა, რომ არ იცის რა უპასუხოს.

 

არ ჩააბეტონო კლანი: იურისტები უვადო მოსამართლეების სიის გაუქმებას მოითხოვენ

 

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე დაინტერესდა შესაძლო სასამართლო რეფორმის განხორციელებით, რომელიც ლუსტრაციის კანონს გულისხმობდა. კონკრეტულად, გოცირიძემ კანდიდატს კითხა, თუ მასზე იქნებოდა დამოკიდებული აღნიშნული კანონის მიღება, როგორ მოიქცეოდა. ლევან მიქაბერიძე ფიქრობს, რომ არ მიიღებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ევროკავშირის ქვეყანამ მიიღო. ხოლო კითხვაზე რამდენად მისაღებია მისთვის საბჭოთა კავშირის პერიოდში მომუშავე პირების დღეს სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობა, კანდიდატმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, უპასუხა რომ არ იცის.

„ამ გამჭვირვალე პროცესმა აჩვენა მოუმზადებელი, არაკომპეტენტური მოსამართლეები, დაადასტურა კლანის არსებობა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ მოსამართლეებმა გვაჩვენეს, რომ ისინი იქნებიან ისეთივე მორჩილები და ისეთივე დამჯერი მმართველი უმრავლესობის, როგორებიც იყვნენ ყოველთვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ჭყინტი და მწვანე ხარ ჯერ“ და არ გეწყინოსო ასე ურჩიეს მომავალ მოსამართლეს, თუმცა ნიცშეს სიტყვები „სამოთხეში ვერც ერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდებაო“ რომ გაიგო, ალბათ გულში მაინც ეამა. მარტო მე არ ვიდარდებ ამ საკითხზეო.

ესენი არიან მოსამართლეები მონური მორჩილებით – ოპოზიცია და უმრავლესობა მოსამართლეთა სიაზე

„10 წლის მერე გეცადათ. 20 წლის დაძველებით კონიაკი უფრო კარგია, ვიდრე 3 წლის დაძველებით. ეს არის კლასიკური მაგალითი. არ გეწყინოთ ბატონი ლევან, მაგრამ ძალიან ჭყინტი ხართ და მწვანე, იმისთვის, რომ გახდეთ სასამართლოს უვადო მოსამართლე.“ – აღნიშნა ლევან გოგოჩაიშვილმა.

მსგავსი თემები