მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი თავისი უკრაინელი რძლის, მარინა კარპის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი დაქორწინდნენ, მათი ოჯახი კიდევ უფრო გაფერადდა:
„ჩემო მეგობრებო, უკრაინა ჩემი მეორე ოჯახია. 12 წლის წინ ჩემს ოჯახში შემოვიდა მარინა, რომელმაც კიდევ უფრო გააფერადა და გაალამაზა ჩვენი ოჯახი. ჩემი ლიზი და ნიკუშა ნახევრად უკრაინელები არიან. მარინას მშობლები, ძმა, ბებიები, სანათესავო, მეგობრები ამჟამად უკრაინაში არიან. 24 თებერვლიდან არც ერთი ღამე არ გვიძინია… ახალგაზრდები იბრძვიან, ქალები და ბავშვები სანგრებში ათენებენ ღამეს. ძალიან განვიცდით… მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში გვეხმიანება და დახმარებას სთავაზობს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მე მინდა, ჩემი მარინა ისევ ისეთი ხალისიანი, ბედნიერი ვნახო. ვამაყობ რომ ჩემი გოგო, ჩემი მარინა ამ გმირი ერის შვილია. ღმერთო, უშველე უკრაინას!.. დიდება გმირებს, დიდება უკრაინას! Кохаю Украна?? Слава украине, слава героям“.